რა არის ბიზნეს სასაუბრო კურსი

ბიზნეს სასაუბრო კურსი ინგლისურის სწრაფი კურსია დაკავებული ადამიანებისთვის, რომლებსაც უნდათ ინგლისურთან ერთად ბიზნესისთვის საჭირო უნარების განვითარება, როგორიცაა – ბიზნეს სმოლ თოქი, პრეზენტაცია, ზრდილობიანი კომუნიკაცია ინგლისურად, მოლაპარაკებები, ფიჩინგი, სატელეფონო საუბარი, იმეილის წერა და ა. შ.

კურსის მიზანი

კურსის მთავარი მიზანია მოსწავლეებს დაეხმაროს ბიზნეს კომუნიკაციისთვის საჭირო ტერმინოლოგიის წრაფად ათვისებაში, ინგლისურად საუბრის კომპლექსის მოხსნაში, ბარიერების გადალახვაში და ინგლისურად თავისუფლად ალაპარაკებაში.

ბიზნეს სასაუბრო კურსი არ არის მათთვის, ვისაც სურს თითოეული დონის საფუძვლიანი გავლა, გრამატიკისა და ლექსიკის ცოდნის დონის გაუმჯობესება და შემდეგ სასწავლო დონეზე გადასვლა. ამ კურსის მიზანი ახალი ცოდნის მიღებაზე მეტად არის არსებული პასიური ცოდნის გააქტიურება და პრაქტიკაში გადმოტანა. 

მასწავლებლები

ბიზნეს სასაუბრო კურსს მხოლოდ უცხოელი – Native Speaker (ამერიკელი, ბრიტანელი და სამხრეთაფრიკელი) მასწავლებლები უძღვებიან. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სტუდენტებისთვის უფრო მარტივია ინგლისურ ენასთან დაკავშირებული კომპლექსების და ბარიერების მოხსნა უცხოელ მასწავლებელთან.

სასწავლო მასალები და მეთოდოლოგია

ბიზნეს სასაუბრო კურსი ორიენტირებულია ბიზნეს კომუნიკაციისთვის საჭირო საუბრის და მოსმენის უნარების განვითარებაზე და მოიცავს თემატურ გაკვეთილებს სასაუბრო სავარჯიშოებით, ვიდეოებით, დიალოგებით, როლური თამაშებით, დისკუსიებით და ა. შ.

კურსი არ მოიცავს საშინაო დავალებას.

.

.

კურსის დეტალები

► კურსის ხანგრძლივობა: 8 კვირა (36 საათი)
► გაკვეთილების რაოდენობა: კვირაში 3
► გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1.5 საათი
► სასწავლო დონეები: B2, C1
► მასწავლებელი: უცხოელი
► სრული კურსის ღირებულება: 680 ₾ | კურსზე მოქმედებს 0%-იანი განვადება Re|Bank-ის და TBC ბანკის საშუალებით
.